კახა თარგამაძე: „ნაციონალური მოძრაობა“, თარგამაძეებითა და ბოკერიებით, კამერაში შეყარონ

შს ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნა გაუჭირდება. როგორც კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოში მოსალოდნელ აქციებზეც საუბრობს. მისი თქმით, მისთვის დღემდე გაუგებარია, რატომ ჭიანურდება საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი. კახა თარგამაძე საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დღეს საპროტესტო აქციების დრო არ არის.
„ხალხის ქუჩაში გამოსვლას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს „ნაცმოძრაობა“, რომელმაც მოკლა ზურა ვაზაგაშვილი. ახლა მამის სიკვდილს გამოიყენებ პროვოცირებისა და არეულობისათვის. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შესაძლოა, მოაწყოს აფეთქება, დახოცონ ხალხი, მოახდინონ კიდევ უარესი უბედურება, რაც დღევანდელი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მიწაზე დანარცხება იქნება. ახლა ქუჩაში გამოსვლა კი არ არის საჭირო, არამედ ხალხის მობილიზებაა საჭირო. რათა ნაციონალური მოძრაობა, ეს პროვოკატორების ბანდა, თავისი გივი თარგამაძეებითა და ბოკერიებით, მოაცილონ საქართველოს და კამერაში შეყარონ. მთავარი რა არის, იცით? ის ნაძირალები და ის მკვლელები, რომლებმაც სისხლის ტბები დააყენეს, ამდენი საჯიშე ბიჭები ჩახოცეს და ხალხი გაატყავეს, დასჯილნი არ არიან. აი, ამიტომ არის აღერენილი ხალხი. მე არ ვიცი, ვინ აფერხებს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას. არც ის ვიცი, ეს დასავლეთის ზეწოლით ხდება, ამათი უცოდინარობით და გაუბედავობით, თუ რაშია საქმე“, – აცხადებს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები