არსებობს თუ არა ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხე – ჩახალიანის კომენტარი
ყოფილი პოლიტპატიმრის ვაჰაგან ჩახალიანის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოების შიში უსაფუძვლოა. აღნიშნულის შესახებ ის “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება კვლავ სურს. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ, უკან არაფერზე იხევენ, მათ შორის, ასეთ ცილისწამებაზეც. მათ სურთ ურთიერთუნდობლობის და შუღლის დათესვა, რათა მერე თავიანთი საქმე გააკეთონ. უნდათ, რომ ის სიბოროტე და საშინელება გააგრძელონ, რასაც საქართველოში წლების განმავლობაში აკეთებდნენ. იმედია არაფერი გამოუვათ. სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხე არ არსებობს და საზოგადოებაში არსებული შიშები უსაფუძვლოა. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისინი რაღაც პროვოკაციის მოწყობას და მერე ამ ყველაფრის ჩემზე დაბრალებას აპირებენ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა ჩახალიანმა.