უკრაინული მედია: სააკაშვილმა მოსკოვში უძრავი ქონება შეიძინა

„ღორები მუხის ქვეშ“, – ამ სათაურით სტატიას უკრაინული საინფორმაციო პორტალი „უკრაინსკი ვიბორი“  იმ ქართველებზე აქვეყნებს, რომლებმაც თავშესაფარი „მათთვის საძულველ რუსეთში იპოვეს“. „ანტირუსულმა რიტორიკამ და ძლიერმა რუსოფობიამ პოსტსაბჭოთა ლიდერებს მოსკოვში უძრავი ქონების შეძენაში ხელი არ შეუშალა“, – წერს სტატიის ავტორი ნიკოლაი იარიომენკო.
„მიხეილ სააკაშვილის მოსკოვური ბინის შესახებ გავრცელებული ცნობები, რომლებმაც თბილისში დიდი ხმაური გამოიწვია, იმდენად გასაკვირი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საქმე ისაა, რომ მისი ორი წინამორბედი – ზვიად გამსახურდიაც და ედუარდ შევერდნაძეც თავის დროზე საქართველოდან მათთვის საძულველ რუსეთში გაიქცნენ, „ლოხებთან, რომლებიც 200 წლის განმავლობაში გვასმევენ და გვაჭმევენ“, – წერს იარიომენკო.
სტატიის ავტორის თქმით, სააკაშვილი უბრალოდ იგივე გზით მიდის, რადგან, ვაშინგტონელი კურატორების იმედი დიდად არ აქვს. „ყველაზე გასაოცარია, რომ სააკაშვილის მოსკოვური ბინის შეძენის პროცესში შუამავლის როლში აჭარის დიასპორის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებიც ბათუმიდან თავად სააკაშვილმა განდევნა“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები