ემზარ ქვარიანი სხვა თანამდებობის პირთა გადადგომასაც ითხოვს
“მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ვეტერანი ემზარ ქვარიანი ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ქვარიანი ჭიკაიძეს მადლობას უხდის, რათა ის ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას არ გაექცა და თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.
ქვემზარ ქვარიანი საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს ირაკლი შიხიაშვილს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრს ანზორ მარგიანს მოუწოდებს დატოვონ დაკავებული თანამდებობები.
მისი შეფასებით, ეს იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი. “თუ ამ ადამიანებს ქვეყნის ბედი აწუხებთ, ესმით ხალხის და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ უნდა გადადგნენ”, – აღნიშნა ქვარიანმა “კვირასთან“ საუბრისას.