ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ვერსიებზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ვერსიებზე საუბრობს. ყოფილ პრემიერს ორი ვერსია აქვს, მოწმეების დაშინება ან ქვეყანაში არეულობის მოწყობა.
“ჩემი აზრით, ასეთი საშინელი და საზარელი რამ, ვისაც თავში მოუვიდა, მისი მიზანი იყო, მოწმეების დაშინება, ასევე, მათ მიზანს წარმოადგენდა გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რომ გადარჩენილიყვნენ ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობაში. მეორე ვერსია არის, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს, ქვეყანაში გამოიწვევენ შანტაჟსა და არეულობას. ასევე ნიჰილიზმს, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. მთელ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას ვპირდები, რომ ვერავინ შეძლებს ამას, ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საზარელ მკვლელობაში, მკაცრად აგებს პასუხს ამაზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები