გიორგი ღვინიაშვილი: ჭიკაიძის გადაყენება არ უშველის დღეს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვიანაშვილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის ფაქტს ეხმაურება. გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჭიკაიძე არასდროს ყოფილა მინისტრი და მინისტრის ფუნქციებს არასდროს ასრულებდა.
„რეალურად ჭიკაიძე არასდროს ყოფილა მინისტრი და არასდროს ასრულებდა მინისტრის ფუნქციებს. მისი მოღვაწეობა და მუშაობა ემსახურებოდა ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის დამალვას და სტატისტიკის შელამაზებას. ვფიქრობთ, რომ ჭიკაიძის გადაყენება არ უშველის დღეს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, იცით, რა დღეშია ეკონომიკა და ამიტომ სხვა, შესაბამისი მინისტრებიც უნდა გადააყენონ. მე არ ვფიქრობ, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე არის ჭიკაიძის გადაყენების მიზეზი. ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ერთ ადამიანთნ, ბიძინა ივანიშვილთან“, – აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები