ბიძინა ივანიშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. როგორც საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” პანაშვიდზე მისულმა ივანიშვილმა განაცხადა, “ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გააკეთა, რომ გადადგა თანამდებობიდან და მივესალმები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. “მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები