ირაკლი ღარიბაშვილი: ინფორმაცია, თითქოს ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ცრუა და ის “ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა”.
“გასაგებია, რომ ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა ეს ცრუ ინფორმაცია და ბატონ იურის მიაწოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ სიმართლე გაირკვევა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს”, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს დავოსში.
რაც შეეხება უშუალოდ იური ვაზაგაშვილის საქმეს, მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, “ძალიან მკაცრად დაისჯება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები