მეგის ქარდავა პოლიტპატიმრებს ემუქრება? – „ვაზაგაშვილი მოგონება იქნება, ისეთ დღეში ჩავყრით ყოფილ პოლიტპატიმრებს“
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა პოლიტპატიმრებს იმუქრება. ინფორმაციას გაზეთი „ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მეგის ქარდავა იმუქრება, იური ვაზაგაშვილი მოგონება იქნება, ისეთ დღეში ჩავყრით ყოფილ პოლიტპატიმრებს, ვნახოთ ერთი, როგორი პოლიტპატიმრები იყვნენ, ტელევიზიებში რიგს დავაყენებთ და დაიწყებენ იმის მტკიცებას, არ ვართ პოლიტპატიმრებიო. წყარო აცხადებს, რომ ეს საუბარი უნგრეთში, ან ჩეხეთში შედგა, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ეს მეგის ქარდავას ხელწერააო“, – წერს გამოცემა.