ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა – ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები