დავით უსუფაშვილი: უნდა მოვახერხოთ, რომ ადამიანები იძულებულნი არ იყვნენ, თავად ეძიონ სამართალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა იური ვაზაგაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშულია.
მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოქალაქეები იძულებულები არ გახდნენ, თავად ეძიონ სამართლი.
„ეს არის ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება. აზრად არავის მოსვლია ასეთი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერა. ვინ და რატომ ჩაიდინა, გაირკვევა. ასეთი ამბები გაურკვეველი არასდროს არ რჩება. ფაქტია, როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ადამიანები არ იყვნენ იძულებულნი და ვალდებულნი, თავად ეძიონ სამართალი მოკლული შვილებისა, თუ სხვა უბდეურებების გამო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თინა ხიდაშელი კი დარწმუნებულია, რომ საქმე გამოძიებული იქნება. მისი თქმით, მკვლელობა მსგავსი ცინიზმი არასოდეს უნახავს.
„ეს არის საქმე, რომელზეც არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს არი ძალიან მნიშვნელოვანი. საქმე რომ გამოძიებული იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გამოძიებული უნდა იყოს ისე, რომ არავის არცერთი ლეგიტიმური კითხვა არ დარჩეს საქმესთან დაკავშირებით. არის მომენტი, როდესაც გგონია, რომ იცი სისასტიკის მასშტაბი, მაგრამ ის, რაც მოხდა, მკვლელობა ასეთი ცინიზმით, რაც ჩვენ ვნახეთ, მე ნამდვილად არ მსმენია, არ გამიგია და ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანს შეიძლება ასეთი შერყეული ფსიქიკა ჰქონდეს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები