კომპანია „დემაკლენკო“ დიდველის ხელოვნური გათოვლიანების შესახებ სტატიას აქვეყნებს
„ახალი სასრიალო სეზონი დიდველზე – დემაკლენკოსთან ერთად“- ამ სათაურით სტატიას საკუთარ ვებ-გვერდზე იტალიურ-ავსტრიული კომპანია ,,დემაკლენკო“ აქვეყნებს. ქართულ ენაზე ნათარგმნ აღნიშნულ სტატიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
,,დემაკლენკო“ დიდველში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმატებით დამონტაჟებისა და ამუშავების შესახებ საუბრობს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ დიდველზე ზამთრის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ,,დემაკლენკო“ წერს, 2014 წლის 27 დეკემბრიდან მოთხილამურეებს საშუალება აქვთ ისრიალონ იდეალურად დათოვლილ ახალ სასრიალო გზებზე, რომლებსაც „დემაკლენკოს“ მიერ დამონტაჟებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უზრუნველყოფს.
,,დიდველის გათოვლიანება საქართველოში ჩვენ მიერ განხორციელებული რიგით მეორე დიდი პროექტია (პირველი – გუდაური). სისტემის დროულად ჩამოტანამ და წარმატებით დამონტაჟებამ გაამართლა კურორტისა და მისი ხელმძღვანელობის მოლოდინი. ჩვენმა ჯგუფმა წინა წლის თითქმის მთელი შემოდგომა დიდველზე გაატარა, შეუჩერებლად და დაუღალავად იმუშავა და ეტაპობრივად მიჰყვებოდა ყველა მითითებას, რათა სისტემა იდეალურად დაგვემონტაჟებინა და დროულად აგვემუშავებინა. საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ არის განსაკუთრებულად შორსმჭვრეტელი და მომავალზე ორიენტირებული ქვეყანაა. ბოლო რამდენიმე წელიწადში გონივრულად ჩადებული ინვესტიციების ხარჯზე, ახალი სამთო-სათხილამურო კურორტების გაჩენამ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაგალითი გვიჩვენა, – წერს „დემაკლენკო“ საკუთარ ვებგვერდზე.
დიდველის პროექტი მოიცავდა დიდი რაოდენობით ე.წ „თოვლის ძლიერი თოფების“ დამონტაჟებას და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მინის ჭებს ახალი, 200 კვ. მეტრის სატუმბო-საკომპრესორო ნაგებობით. მისი მოცულობა შეადგენს 28 ლიტრ წყალს წამში და გააჩნია წყლის გაგრილების სისტემა.
,,დემაკლენკო განსაკუთრებით ამაყობს დიდველის პროექტითს შედეგით და მიაჩნია, რომ ეს არის ქართველ მომხმარებელთან თანამშრომლობისკენ გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი. დიდველის კურორტსა და მის შესანიშნავ თანამშრომლებს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს ზამთრის სეზონზე“ – აღნიშნულია სტატიაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, უწყებამ არჩევანი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან იტალიურ-ავსტრიულ კომპანიაზე ორი მიზეზით გააკეთა: ფასის ხელმისაწვდომობა და ხელოვნური გათოვლიანების აპარატის დროული დამონტაჟება. კომპანია ,,დემაკლენკო“ წლებია ხელოვნური გათოვლიანების სისტემას შეერთებულ შტატებში, ევროპასა და აზიაში წარმატებით ამონტაჟებს.