„ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე რომ აქამდე ყოფილიყო გამოძიებული, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა.
„იური ვაზაგაშვილის შვილი წინა ხელისუფლების პირობებში იყო მოკლული, დღეს აღმოჩნდა, რომ ის თავადაც მსხვერპლი გახდა. ეს ძალიან მძიმეა. ეს გაჭიანურებული გამოძიებისა და არასწორი მართვის შედეგებია. ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე აქამდე უნდა ყოფილიყო გამოძიებული და ის ადამიანები, რომელთაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის, სათანადოდ უნდა დასჯილიყვნენ და ამ შემთხვევაში ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. მე იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ძალიან მალე გაიხსნება. სხვა შემთხვევაში მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“,- აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები