აპირებს თუ არა პოლიტიკაში ჩართვას ლევან ვასაძე – ბიზნესმენის კომენტარი

აპირებს თუ არა ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში ჩართვას, ამის შესახებ განმარტებებს ის საგაზეთო ინტერვიუში აკეთებს.
“პირდაპირ გეტყვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. ათეულობით ცილისმწამებლური წერილი დაიბეჭდა ქართულ პრესაში და გაკეთდა სიუჟეტები, რომ თითქოს ვიღაც გარი ლუჩანსკისთან ერთად სააკაშვილს ვამხობდი. მათ სინდისზე იყოს ეს ტყუილები. ცეცხლის გარეშე ამდენი ბოლი არსად მინახვს. ვიღაცამ ჩემი ლექსი დადო ინტერნეტში და ჟურნალისტებმა დაწერეს, – ამას პრეზიდენტობა უნდაო. არასოდეს მდომებია პრეზიდენტობა და არც პოლიტიკური ამბიციები მქონია, მაგრამ, მეორე მხრივ, მჯერა ერის მსახურების.
როდესაც ჩემს პოლიტიკურ ამბიციებზე წერდნენ, ისეთი განცდა მქონდა, რომ სახელისუფლებო პრესა მაძალებდა მეთქვა, დედას გეფიცებით, პოლიტიკაში არ წავალ-მეთქი. არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია. თუ მომავალში რამე შეიცვლება, გამოვალ და კაცურად ვიტყვი, რომ პოლიტიკაში მოვდივარ,- არ დავიმალები“, – აცხადებს ვასაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები