გიორგი მარგველაშვილი სპენსერ ოლივერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა სპენსერ ოლივერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.
ასევე, მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობაც განიხილეს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიაზე იმსჯელეს, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს.
შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში დაესწრნენ.