მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინი ბულდოგს შეადარა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის კონფლიქტი აფხაზეთის კონფლიქტს ახსენებს. ეს განცხადება სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია “ესპრესო ტვ”-სთან ინტერვიუში გააკეთა.
“მაშინაც აფხაზეთში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კავკასიური ფორმირებები, და ზუსტად ასევე, არარეგულარული ფორმირებები ეხმარებოდნენ რუსეთის რეგულარულ ფორმირებებს. აფხაზეთში ყოველ ჯერზე არღვევდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კი ახალი ტერიტორიების მისატაცებილად იყენებდნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მედიასაშუალებასთან საუბრისას სააკაშვილმა პუტინი ბულდოგს შეადარა. “ბულდოგმა ან უნდა გიკიბინოს, ან მას უნდა უკბინო, სხვა შემთხვევაში ის არ გაჩერდება”, – აღნიშნავს სააკაშვილი.
“ამ შემთხვევაშიც, პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებს ექსპრეზიდენტი.