სოსო ჯაჭვლიანი – ბობოხიძისგან უზრდელობა რომ აგვეტანა, ხალხის თვალში „ჩმორები” ვიქნებოდით
გია ბარამიძეს თავისი სიტყვებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის წევრებს ბობოხიძისგან ასეთი უზრდელობა და შეურაცხყოფა რომ აეტანათ, ხალხის თვალში მაგარი „ჩმორები” იქნებოდნენ.
„ისეთი შეშინებულები იყვნენ, ხელის განძრევაც კი ვერცერთმა ვერ გაბედა! 26 დეკემბერს “ნაციონალებმა” ჩვენში ის შემართება დაინახეს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გვქონდა და მიხვდნენ, რომ, თუ თითს გაანძრევდნენ, გადავუვლიდით! ჩვენი გამჩერებელი იმ დღეს კაციშვილი არ იყო. ჩვენ რომ ბობოხიძისაგან ასეთი უზრდელობა და შეურაცხყოფა გადაგვეყლაპა, ხალხის თვალში მაგარი „ჩმორები” ვიქნებოდით! საზოგადოება გვეტყოდა, მიგვიფურთხებია თქვენი დეპუტატობისთვისაც, თქვენი კაცობისთვისაცო და მართალიც იქნებოდა. კიდევ კარგი, იმ დღეს სხდომათა დარბაზში ვიჯექი! 26 დეკემბერს იქ რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებდი ამას! და კიდევ, ამ ჩხუბის მერე ბარამიძეს დაუწერია, მთელი „ქართული ოცნება” ნეხვშიაო! ამ სიტყვებისათვის ბოდიშის მოხდა მოუწევს! იმ დღეს ბარამიძე არ იყო სხდომათა დარბაზში და კარგად გადარჩა!” – აცხადებს ჯაჭვლიანი.