„სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სახალხო მოძრაობა იქმნება“

„ნაციონალირი მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილის მამა აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სახალხო მოძრაობა იქმნება – ამის შესახებ ზურა ვაზაგაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„2-3 კვირაა, ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრები. ჩვენთან ერთად უამრავი ადამიანია. დიდი სახალხო მოძრაობა იქმნება, რომელიც ამ ხელისუფლებას მოსთხოვს, დანაპირები შეასრულოს – სამართლიანობა აღადგინოს. ეს ხელისუფლება თავის თავზე მუშაობს. ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ, გარდა სამართლიანობის აღდგენისა. დამნაშავეების დასჯას მოვითხოვთ. პრემიერს მივმართავ, მის ხელისუფლებას სასწრაფოდ მოსთხოვოს, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და არა თავის ოჯახებს“,- აცხადებს ვაზაგაშვილი.
როგორც ვაზაგაშვილი გამომცემლობასთან საუბრისას აღნიშნავს, გავრცელებულ ფოტო-ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ზურა ვაზაგაშვილი მოკლულია და ამ დანაშაულს პროკურატურა არ იძიებს.
„მთელმა საქართველომ კიდევ ერთხელ იხილა ის შემზარავი კადრები, რაც წინა ხელისუფლებამ ჩვენი ოჯახის მიმართ განახორციელა. ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა და კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ პროკურატურას, რომ არაფერი კეთდება. მტკიცდება, რომ ზურა განზრახ მოკლეს, კადრებიდანაც კარგად ჩანს, თუ რა საშინლადაა მოკლული ჩემი შვილი“,- აღნიშნავს იური ვაზაგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები