„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა უკრაინელებს მიუსამძიმრეს (ვიდეო)
უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად, საქართველოში უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო წუხილი გამოხატეს და გარდაცვლილების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უკრაინის ელჩს, ვასილი ციბენკოსაც შეხვდნენ და უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
„აქ მოვედით, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა და სამძიმარი საზარელი ტრაგედიის და ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მისამართით. ასევე, მთლიანად თავისუფლებისმოყვარე, ჩვენი ძმური უკრაინული ერის მიმართ და ვუთხრათ უკრაინელებს, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა და გამარჯვებაც იქნება საერთო, რადგანაც ჩვენ გვყავს საერთო მტერი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.