„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მთავრობის წევრების დასწრებას იმსახურებს“

უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვლისას მთავრობის წევრების დასწრების ვალდებულება არ არსებობს. თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა მთავრობის წევრების დასწრებას იმსახურებს.
„კონსტიტუციით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვლისას მთავრობის დასწრების ვალდებულება არ არსებობს. ამასთან, მნიშვნელოვანია მეორე ასპექტი – არ ვიცით პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თარიღი და წინასწარ ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა პარლამენტში აუცილებლად სრული შემადგენლობით უნდა იყოს, რადგან არ ვიცით, ამ დღეს ვის რა ვიზიტი აქვს დაგეგმილი. თავისთად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, პრეზიდენტისთვის მინიჭებული ფუნქციებიდან და სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება ერთგვარი ტონალობის მიმცემი შეიძლება გახდეს ყოველ წელს, გამოსვლის ძირითადი აქცენტებით, პრორიტეტებით, გამოწვევებზე და საფრთხეებზე პასუხით. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიება იმსახურებს იმას, რომ ყველა ვისაც შეუძლია, მაქსიმალურად დაესწროს მას და იყოს თანამონაწილე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები