სოზარ სუბარი: დეპუტატები თავად გადაწყვეტენ, დაესწრებიან თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის წევრები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, დაესწრებიან თუ არა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში.
“არ ვიცი, ყველა ალბათ ინდივიდუალურად გადაწყვეტს. წინა გამოსვლის დროს არ გვქონია კონსულტაციები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა თებერვლისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები