დავით სერგეენკო: საარსებო მინიმუმი დაზუსტებული მეთოდოლოგიით გადაიზომება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საარსებო მინიმუმზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმარტა, არსებული მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმის გადათვლის შემთხვევაში, ის უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ადრე იყო.
„საარასებო მინიმუმის განსაზღვრა ძალიან დინამიური და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ, ვფიქრობ, ის მალე დაზუსტებული მეთოდოლოგიით გადაიზომება. ახლა არსებული მეთოდოლოგიით გადათვლის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ საარსებო მინიმუმი დღეს უფრო დაბალია, ვიდრე ადრე იყო, რადგან მას მოაკლდა გადასახადები ჯანდაცვაში და მთელი რიგი სხვა პარამეტრები. ასე რომ, მექანიკური არითმეტიკული გადათვლა არასწორი და რეალობასთან შეუსაბამო იქნება. მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე, საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია აბსოლუტურად არარეალურ სურათს მოგვცემს“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები