რა პირობას აყენებს ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერის სანაცვლოდ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ შეიარაღებული დაჯგუფებებში მონაწილეობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, თუ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას აუცილებლად დაუჭერს მხარს. მისივე თქმით, თუკი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაში მოხვდებიან იმ კატეგორიის მებრძოლები, რომლებიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას ებრძვიან, ეს იქნება ხელისუფლების მიერ გადადგმული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი.
„თუ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებში და საერთაშორისოდ აღიარებული ტერორისტული ორგანიზაციების CV-ებში არიან, ცხადია, ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ის ფორმულირება, რომელიც აქამდე გაჟღერდა, რომ აქ მოხვდნენ ისეთი ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, ვინც უკრაინაში დღეს იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ეს იქნება სერიოზული პრობლემა და ჩვენი მხრიდან ამას სერიოზული კრიტიკა მოჰყვება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები