„2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა პროექტი დროულად უნდა დავიწყოთ“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წლის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს ყველა პროექტისა და სამუშაოს შესრულება, რაც 2015 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
“წლის დასაწყისიდან დროულად უნდა დავიწყოთ ყველა სამუშაო, ყველა პროექტი და პროგრამა, რაც 2015 წლის ბიუჯეტით გვაქვს გათვალისწინებული, რათა ის საზოგადოებრივი სიკეთე, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენგან ელოდებიან, დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად მიიღონ, ისე, როგორც ეს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს. ამიტომ ყველა წინამოსამზადებელი სამუშაო დროულად დავასრულოთ და დავიწყოთ უკვე კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების განხორციელება”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები