მარგველაშვილი კუბლაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადაა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს.

გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს როგორც საზოგადოებას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კონსულტაციებში.

“ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ მიზნის განხორციელებაში, რომ დავასახელოთ საუკეთესო კანდიდატი. ბუნებრივია, გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დააწვება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები