ზვიად კვაჭანტირაძე – ყოფილი მეეზოვე, დღეს დეპუტატი
გაზეთი „ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში პარლამენტარების პროფესიებს აქვეყნებს და წერს, რომ პარლამენტში 9 ექიმი და ერთი სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილის მეეზოვეა. გამოცემის ცნობით, ზვიად კვაჭანტირაძეს ბიოგრაფიაში უწერია, რომ ის 1982-84 წლებში იეროსლავის სამედიცინო ინსტიტუტის მეეზოვე იყო.
„ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 87 დეპუტატია. როგორც ხედავთ, უმრავლესობის ყოველ 10 დეპუტატზე 1 ექიმი მოდის. ისე, რა ამბავია, ყოველ 10 კაცს 1 მკურნალი რაში სჭირდება? ჩვენი გათვლით, 87 ადამიანს 2-3 ექიმიც თავისუფლად ეყოფოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012-ში მაინც სიფრთხილე გამოიჩინა და ყოველ 10 დეპუტატს 1 კვალიფიციური მკურნალი მიუჩინა. რამდენად გაამართლეს ამ მეთოდებმა, ვერ გეტყვით, მაგრამ არც უაიმისობა იქნებოდა“, – წერს გამოცემა.
ელისო ჩაფიძე – იურისტი, გერმანისტი, ჟურნალისტი; თინა ხიდაშელი – იურისტი; იოსებ ჯაჭვლიანი – ფიზკულტურის მასწავლებელი, ტელერეჟისორი; ზურაბ ტყემალაძე – ღვინის ტექნოლოგი; გედევან ფოფხაძე – იურისტი; ლევან ბერძენიშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ვალერი გელაშვილი – მწვრთნელ-მასწავლებელი; ირაკლი სესიაშვილი – გერმანული ენის მასწავლებელი, ჟურნალისტი; დავით უსუფაშვილი – იურისტი; ზაქარია ქუცნაშვილი – იურისტი; ზვიად ძიძიგური – ინჟინერ-მშენებელი; გუგული მაღრაძე – ფსიქოლოგი – ეს იმ დეპუტატების პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გამოცემა დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.