„ნაციონალები“ უკრაინელების დახმარებით გაზაფხულზე საქართველოში არეულობას გეგმავენ

„ნაციონალები“ უკრაინელების დახმარებით გაზაფხულზე საქართველოში არეულობას გეგმავენ – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ასავალ-დასავალი “ უკრაინიდან თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ადამიანების ჯგუფის ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
„სააკაშვილის გამუდმებული წანწალი უკრაინაში, ყოფილი ნაცჩინოსნების უკრაინის ახალ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა და ქართველი დაქირავებული მებრძოლების უკრაინული ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა შორს გამიზნული გეგმის ნაწილია და, როგორც კომპეტენტური წყაროები გვიმტკიცებენ, „ნაციონალები“ საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მოსაწყობად ნიადაგს სწორედ უკრაინაში იმზადებენ.
ისინი უკრაინის ხელისუფლებასა და პოლიტისტებლიშმენტს არწმუნებენ, საქართველოში რუსული ხელისუფლება ზის, კრემლმა ივანიშვილის ხელით საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, რის ატანასაც ჩვენ აღარ ვაპირებთ და 2016 წლის გაზაფხულზე მოქმედებაზე გადავალთ, რაშიც თქვენი დახმარება დაგვჭირდება, მათ შორის, დაქირავებული უკრაინელი მებრძოლებიც უნდა მოგვაშველოთო“,- წერს გამოცემა.
გაზეთის წყაროს ცნობითვე, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში უკრაინიდან საქართველოში დაქირავებული მებრძოლების შემოსვლა დაიწყება და საქართველოს საზღვარს ეტაპობრივად ათასამდე უკრაინელი „ნაიომნიკი“ გადმოკვეთს.
„უკრაინელი მებრძოლები საქართველოში ტურისტების სახით შემოვლენ და სხვადასხვა კურორტზე გადანაწილდებიან მანამ, სანამ სააკაშვილისგან შესაბამის სიგნალსა და ბრძანებას მიიღებენ, შემდეგ კი ეს 1000 უკრაინელი „ნაიომნიკი“, ნაცზონდერებთან ერთად, იარაღით ხელში, რუსთაველის გამზირზე დადგება!“- წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები