მამუკა ახვლედიანი და დავით ავალიანი ვერ იხსენებენ, როდის ჩატარდა ელბაქიძის აღმართზე სარემონტო სამუშაოები

დედაქალაქის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანი „კვირასთან“ საუბრისას ვერ იხსენებენ, როდის ჩაუტარდა ელბაქიძის აღმართს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ანალოგიური კითხვით „კვირამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენელს, კერძოდ, ძველი თბილისის რაიონის გამგებელს დავით ავალიანს მიმართა. აღსანიშნავია, რომ ვერც დავით ავალიანმა გაიხსენა, როდის ჩაუტარდა ელბაქიძის აღმართს სარემონტო სამუშაოები. გარდა ამისა, ავალიანი ამბობს, რომ აღნიშნულ ობიექტზე წლების წინ, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით გაზის მილები დამონტაჟდა.
„ელბაქიძის აღმართზე მდებარე ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს დასჭირვებია, თუ ქვაფენილი დაზიანდებოდა ან მწყობრიდან ამოვარდებოდა, ხდებოდა ქვაფენილის აღდგენა. იმ მხარეზე, სადაც დღეს მიწაც ჩამოიშალა, მხოლოდ ერთი სახლი და 7 თუ 8 ოჯახი იყო დარჩენილი, მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ გაზი არ მიეწოდებოდათ. ამიტომ გამგეობის დახმარებით ამ ოჯახებს გაზის მილები დავუმონტაჟეთ და ბუნებრივი აირი შევუყვანეთ სახლებში. ეს დაახლოებით 2010 – 11 წლებში მოხდა“, – აცხადებს დავით ავალიანი.
ყოფილი გამგებელი დღევანდელ შემთხვევასაც ეხმაურება და სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.
„ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წყალი, რადგან გრუნტი თავისით არ იშლება. მაგრამ ამას დადგენა სჭირდება, გრუნტის წყალი იყო თუ კომუნიკაციის წყალი. ალბათ, ამ ფაქტს კომისია შეისწავლის“, – აცხადებს დავით ავალიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები