დედაქალაქის მერი ელბაქიძის აღმართზე იმყოფება

ელბაქიძის აღმართზე, სადაც ცოტა ხნის წინ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა ქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფება.
დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები