“ენერგო პრო ჯორჯია” მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს

“ენერგო პრო ჯორჯიას” მენეჯმენტი სამცხე-ჯავახეთში ენერგომომარაგების მხრივ არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა სტიქიის პერიოდში რეგიონის ენერგომომარგების საკითხები განიხილეს. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ამ დროისთვის ნინოწმინდაში აბონენტების უმრავლესობას ელექტრომომარაგება აღდგენილი აქვს და დარჩენილია უმნიშვნელო რაოდენობა, დაახლოებით – 250 აბონენტი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში “ენერგო პრო ჯორჯიას” ტექნიკურ სამსახურს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, მიუვალ გზებზე უწევდა მუშაობა, კერძოდ, მათ ზოგ შემთხვევაში – თხილამურებით, ზოგჯერ კი ფეხით უწევდათ დაზიანებულ ადგილებამდე მისვლა, ელექტრონერგიის მიწოდების აღდგენა ნინოწმინდის მცხოვრებლების უმეტესობისთვის რამდენიმე საათში მოხერხდა. “ენერგო პრო ჯორჯია” მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები