პრემიერმა მეუღლესთან ერთად სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლა (ვიდეო)
შობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველი 2 ათასი ბავშვი „ყინულის დედოფალზე“ მიიწვია.
წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრნენ.
სპექტაკლის დაწყებამდე კი პრემიერმა და მისმა მეუღლემ სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს.
თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო და ზღაპრის გმირები – სპეციალურად ბავშვებისთვის „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო შეიქმნა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორებმა და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟებმა იზრუნეს.
პრემიერმა ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tGKJofPVTJg” width=”560″ height=”315″]