ირაკლი ალასანიამ, თანაგუნდელებთან ერთად, შობა კონფლიქტის ზონის სოფლებში გაატარა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თანაგუნდელებთან ერთად გორის რაიონის სოფლების არბოსა და ნიქოზის ეკლესიებში იმყოფებოდა. მასთან ერთად პარტიის სხვა ლიდერები – ალექსი პეტრიაშვილი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ქადაგიშვილი წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო წირვა-ლოცვას დაესწრნენ.
მოგვიანებით „თავისუფალი დემოკრატები“ კონფლიქტის ზონიდან ალილოს გორშიც შეუერთდნენ.
„ყველას ვულოცავ შობას და მინდა ვისურვო ჩვენი მტრისგან დაჩეხილი სხეულის გამთლიანება, საქართველს გამთლიანება და საქართველოს გაძლიერება“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.