გამომძიებლის განცხადებით, „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ატვირთული ვიდეოს ავთენტურობა ესპერტიზამ დაადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ლევან ჩაჩუას პროცესზე გამომძიებელი გიორგი ლომთაძე დაკითხა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ატვირთული ვიდეო სწორედ გიორგი ლომთაძემ დაურთო.
გამომძიებელმა სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი და მისი ავთენტურობა დადასტურდა. რაც შეეხება ჰაკიმ ფაშას ვინაობის დადგენას, როგორც საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, ამ კუთხით გამოძიება ცალკე მიმდინარეობს და პროკურატურისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ვიდეო თურქეთიდან აიტვირთა.
ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 11.00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები