შსს გუდაურში თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებს
მინისტრის გადაწყვეტილებით კობი – გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოვამარაგებთ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიუორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ ადგილას პროდუქტებით დატვირთული მანქანები რამდენიმე საათში გავა.
„მინისტრის გადაწყვეტილებით კობი – გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოვამარაგებთ! საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება! პროდუქტებით დატვირთული მანქანების კოლონა თბილისიდან რამდენიმე საათში გავა“,- აცხადებს ნინო გიორგობიანი.