ირაკლი ღარიბაშვილი 8-9 იანვარს ლატვიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-9 იანვარს ლატვიას ეწვევა.
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 იანვარს რიგაში თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ევროპის თემატური წლის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დისკუსიის ერთ-ერთი პანელი ქვეყნების გრძელვადიან განვითარებაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურ როლს შეეხება და მაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.
საქართველოს მთავრობის დელეგაციაში ასევე შედის საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები