გიორგი მარგველაშვილი სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. როგორც პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი მარგველაშვილი, სომეხ ხალხს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ისურვებს.
“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.
სომეხთა და ქართველთა ძმობა ათასწლეულებს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ქართველებთან, ამ მიწაზე მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად იღწვით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. აქ დაბადებული მრავალი სომეხი თანამოქალაქე – კულტურისა თუ მეცნიერების სახელოვანი მოღვაწეები საქართველოს ისევე ეამაყება, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა დიდი შვილები”, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.