გალში დაკავებული 8 ქართველი გაათავისუფლეს

8 ქართველი, რომლებიც სეპარატისტებმა გალში 17 დეკემბერს 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზებმა ვერც ერთი ქართველის „ბრალი“ ვერ დაამტკიცეს, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება აიძულეს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული ქართველების ოჯახები დღემდე გალში ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები