ირაკლი ალასანია სომეხ ხალხს ქრისტეშობის და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია სომეხ ხალხს ქრისტეშობის და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ალასანია სომეხ ერს და განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას წარმატებებს და კეთილდღეობას უსურვებს.
“გილოცავთ ჩვენს მოძმე სომეხ ერს ქრისტეშობის და ნათლისღების დღესასწაულს, განსაკუთრებით კი საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას. მინდა ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. ქართველებსა და სომეხ ხალხს საუკუნეების მანძილზე განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს და მე დარწმუნებული ვარ ეს მეგობრობა ასეც გაგრძელდება, გილოცავთ და ღმერთი გფარავდეთ”, – ნათქვამია ალასანიას მისალოც წერილში.