ლიტვაში დაწყებულ კამპანიაში – “არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას” “ბორჯომიც” მოხვდა

ლიტვაში „რუსულ პროპაგანდას“ ებრძვიან. ფეისბუქში სოციალური ჯგუფი – „არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას“ შეიქმნა, რომელიც, შემქმნელების მტკიცებით, მიზნად ისახავს ლიტველი მეწარმეების დარწმუნებას, რომ რუსულ არხებზე საკუთარი პროდუქციის რეკლამაზე უარი განაცხადონ.
ჯგუფის მოდერატორები თავდაპირველად ვირტუალურად აფრთხილებდნენ მეწარმეებს, რომ მათ რეკლამაზე უარი ეთქვათ, თუმცა ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყვა. ამის გამო ანონიმურმა ჯგუფმა ლიტვის ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის მაღაზიაში პროდუქციას, რომლის რეკლამაც რუსულენოვან არხებზე გადის, ყვითელი სტიკერები წარწერით: „ეს პროდუქტი კრემლის პროპაგანდას მხარს უჭერს“ მიაკრეს.
ამ პროდუქტებს შორის სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის ქართული „ბორჯომი“ მოხვდა, რომლის ყიდვისკენ ლიტვაში „საძმო საქართველოს, რომელიც რუსეთის აგრესიას იტანს“ სოლიდარობის ნიშნად ჯერ კიდევ 2008 წელს მოუწოდებდნენ.
სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელობის განცხადებით, ქონების გაფუჭების განცხადებით მან პოლიციას უნდა მიმართოს.borjjjj

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები