უვიზო მიმოსვლაზე ოფიციალური თბილისი რიგის სამიტის გადაწყვეტილებას ელოდება

 

  ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ რიგის სამიტზე საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზებას მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განმარტებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილს და როგორ პოლიტიკურ შეფასებას მიიღებს ქვეყანა.
„აქ იქნება ორი განზომილება. პირველი არის ტექნიკური სახის მოთხოვნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. მეორე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ევროკომისია დადებით რეკომენდაციას მისცემს საქართველოს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
რიგის სამიტამდე ევროკაშირის შემფასებელი მისია საქართველოში ჩამოვა, სამიტი კი მაისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები