მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით, ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით განხორციელდება.
ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობისთანავე, ზვავსაშიშროების მოხსნასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები