რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთსა და რუსეთს შორის ახალი საბაჟო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა. 1-ლი იანვრიდან ტვირთებზე საბაჟო გადასახადები გაუქმდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა, შამილ არძინბამ განაცხადა. არძინბამ იმედი გამოთქვა, რომ ცვლილებები აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების საქმიან აქტივობას კიდევ უფრო გაზრდის. ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსთის ფედერაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული “მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს.