რუსმა სამხედროებმა შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

ოკუპირებული ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დაავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი პაატა თოდუა დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შალვა ენუქიძე აცხადებს, დაკავებულის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
ენუქიძე ასევე ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული შსს-ს თანამშრომელი განსაკუთრებულ დაავალებათა დეპარტამენტში მძღოლად მუშაობს.
„ამუშავდა „ცხელი ხაზი“. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით ჩვენთვის ცნობილი გახდა და აფხაზეთის მხარემ დაგვიდასტურა აღნიშნული ფაქტი. ჯერჯერობით უცნობია მისი ადგილსამყოფელი. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – განაცხადა შალვა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები