არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს მერის არჩევის ბარიერზე იმსჯელებს
არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს შეხვედრას გამართავს. “ქართული დასის” ლიდერის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო კოდექსზე მიმდინარე მოლაპარაკებები და მერის არჩევის 50-პროცენტიანი ბარიერი იქნება. ბაღათურიას განმარტებით, ხელისუფლება მზად არ არის რეფორმების გასატარებლად. “ქართული დასის” ლიდერი სამოქალაქო საზოგადოებას გააქტიურებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.