ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებული ბორანიდან 200 ადამიანი, მათ შორის ქართველები გადაარჩინეს
მაშველებმა ცეცხლმოკიდებულ იტალიური ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მყოფი 200 ადამიანი გაადარჩინეს. მათ შორის ევაკუირებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე. იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის განცხადებით, ბორანზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება. ერთ-ერთი მათგანი მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ილია კარტოზიაა. ბორანი „ნორმან ატლანტიკი“ საბერძნეთიდან იტალიაში მიემართებოდა, როდესაც ადრიატიკის ზღვაში მას ცეცხლი წაეკიდა. იტალიის სანაპირო დაცვამ ერთი მგზავრის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. დაღუპული საბერძნეთის მოქალაქე იყო. არსებული მონაცემებით, ბორანზე ამ დროისთვის კიდევ 287 ეკიპაჟის წევრი და მგზავრი იმყოფება.