ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-უკრაინის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეკრებას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს უკრაინაში და სხვა სამთავრობო ვიზიტებს.