აკაკი ბობოხიძე: სხვა დროს მიკროფონს გამოვრთავ და ისე ვუპასუხებ ოპონენტების მხრიდან გინებას

  სხვა დროს მიკროფონს გამოვრთავ და ისე ვუპასუხებ ჩემს ოპონენტებს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა.
როგორც “კვირას” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა განუმარტა, გუშინ პარლამენტში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და მომხდარს ნანობს.
„საერთოდ შეგინება ძალიან ცუდი ფაქტია, სხვა დროს მიკროფონს გამოვრთავ და ისე ვუპასუხებ ოპონენტების მხრიდან შეგინებას. მე არ ვიცი თავდაპირველად ვისგან გაჟღერდა ეს გინება, მაგრამ მე ვნანობ რომ ჩართული მიკროფონის თანხლებით გინებით ვუპასუხე. მერე ერთ გინებას, სხვა მოჰყვა და ორივე მხრიდან მივიღეთ უამრავი შეგინება. სხვა დროს ასე აღარ მოვიქცევი და მიკროფონს მაინც გამოვრთავ“, – აღნიშნა აკაკი ბობიხიძემ.
გუშინ, პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ინფორმაცია გაჟღერდა, რომ უმრავლესობის დეპუტატები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებისთვის ალკოჰოტესტი უნდა ჩაეტარებინათ.
„კვირა“ უმრავლესობის წევრს სოსო ჯაჯვლიანს დაუკავშირდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის ალკოტესტი არავის ჩაუტარებია.
ალკოჰოლზე შემოწმება არც უმცირესობის წევრს აკაკი ბობოხიძეს გაუვლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები