“სოციალურ ნაწილში შეთანხმების პროექტი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს“

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით აქტიური განხილვა მიმდინარეობს – აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვა გააკეთა.  მისი ინფორმაციით, სოციალურ ნაწილში შეთანხმების პროექტი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს.
როგორც დე ფაქტო ლიდერმა განმარტა, საზოგადოებაში უკმაყოფილებაა შეთანხმების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უფლებამოსილების რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
“შეთანხმება არ უნდა ეხებოდეს ჩვენი კონსტიტუციის საფუძვლებს. პრეზიდენტი კვლავაც რჩება შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების მთავარსარდლად”, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები