კახა კალაძე: უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საწვავზე ფასების დარეგულირება
ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საწვავზე ფასების დარეგულირება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, საწვავზე ფასის კლება ქართულ ბაზარზე აღინიშნა, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომელიც უნდა ყოფილიყო.
„კითხვები, რა თქმა უნდა, მეც მქონდა ამ კონკრეტულ ფასებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ თუ შევხედავთ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ საწვავის ფასს, აშკარაა ძალიან დიდი პროცენტით ფასების კლება. ჩვენთანაც იყო საწვავზე ფასის კლება, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომელიც უნდა ყოფილიყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ფასების დარეგულირება“, – განაცხადა კახა კალაძემ, რითაც „ქართული დასის“ მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა.
„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურია მომხრეებთან ერთად საქართველოს ბაზარზე არსებულ საწვავის ფასი გააპროტესტა.