„არემჯი გოლდის“ საბადოზე მუშაობის ფაქტობრივი შეჩერების გამო, ბოლნისის რაიონს წელს 9 მილიონი გამოეყო

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, კომპანია “არემჯი გოლდის“ საბადოზე მუშაობის ფაქტობრივი შეჩერების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლნისის რაიონს წელს 9 მილიონი გამოეყო. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული კომპანიის სახელფასო ფონდით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა. როგორც ხადურმა სხდომაზე განაცხადა, აქამდე ბოლნისის ბიუჯეტს სახელმწიფო ფულს არ აძლევდა.
“2012-2013 წლებში, კომპანიის სახელფასო ფონდი შესაბამისად, 41 მილიონი და 35 მილიონი ლარი იყო, ანუ ჯამში 2 წლის განმავლობაში 76 მილიონი ლარი გაიცა მხოლოდ ხელფასის სახით, წელს კი მხოლოდ 400 ათასი ლარია გაცემული. ფაქტობრივად, გაჩერებულია საწარმო. ამავე დროს, ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული. წელს ჩვენ მოგვიწია რაიონისთვის 9 მილიონის მიცემა, მაშინ, როცა წინა წლებში ბოლნისის ბიუჯეტს ფულს არ ვაძლევდით. ეს კომპანია მთლიანად ინახავდა რაიონს”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები